
საქართველოში კორონავირუსის 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 24 ადამიანი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო 24 გარდაიცვალა.
კომენტარი