
ჩოხატაურის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა
4 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ჩოხატაურის ცენტრში, საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა. ნაძვის ტოტები, რომლებიც რკინის კონსტრუქციას ჰქონდა შემოვლებული, რამდენიმე წუთში მთლიანად განადგურდა - ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს მთავარი საახალწლო ატრიბუტი დაფერფლილი დახვდა. ამ დრომდე უცნობია, რამ დაწვა ნაძვის ხე ჩოხატაურის ცენტრში, იქ, სადაც მუდმივად დგას პოლიციის საპარტულო ავტომანქანა. ერთ-ერთი ვერსიით ნაძვის ხეს ცეცხლი ახალგაზრდების მიერ ნასროლი მაშხალით წაეკიდა.
ჩოხატაურის ხელისუფლებამ ნაძვის ხე იმავე ღამეს აღადგინა.
კომენტარი