
საქართველოს ბანკის უნიკალური ბარათი ბიზნესის მხარდასაჭერად
თბილისი, 19 ოქტომბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ახალი უნიკალური ბარათი Cash Card-ი შექმნა. Cash Card-ი გაკუთვნილია მათთვის ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს. Cash Card-ი მომხმარებლის კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან არის დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თანხები მარტივად და სწრაფად მართოს. Cash Card Silver-ით −განაღდების დღიური ლიმიტი 5 000 ლარამდეა, ხოლო Cash Card Black-ით − განაღდების დღიური ლიმიტი 10 000 ლარამდე. მომხმარებელი კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებული Cash Card-ით შეძლებს:
· თანხის განაღდებას მარტივად, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით;
· სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში, უნაღდო ანგარიშსწორებით Cash Card-ით გადახდას;
Cash Card-ის მიღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი