ქუთაისში ნიღბიანმა და დანით შეიარაღებულმა პირმა მაღაზია დააყაჩაღა
შეიარაღებული თავდასხმა ქუთაისში - გავრცელებული ინფორმაციით, ქსელურ მარკეტ "ფემილიში" ნიღბიანი პირი შეიჭრა და მუქარის ფონზე, მაღაზიიდან თანხა წაიღო. ამ დროისთვის საქმეში მხოლოდ 1 პირი ფიგურირებს.
მაღაზიაში მომუშავეთა თქმით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა წაიღო მან მაღაზიიდან.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარი