
რუსი მრბოლელი შუმახერის გატარანებისთვის დასაჯეს
რუსმა მრბოლელმა ვიტალი პეტროვმა Lotus Renault-ის გუნდიდან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხეილ შუმახერის მანქანას შეასკდა.
შემთხვევა სამხრეთ კორეაში, „ფორმულა-1“ კლასის მანქანების მსოფლიო ჩემპიონატოს მე-7 წრეზე მოხდა. პეტროვის მანქანის ნამსხვრევები ტრასაზე გაიფანტა, ორივე მრბოლელი კი იძულებული გახდა, დისტანციიდან გადასულიყო.
რბოლის დასრულების შემდეგ რუსი მრბოლელი დასაჯეს: ის ხუთ ადგილს დაკარგავს ინდოეთში ჩასატარებელი გრან-პრის მომდევნო ეტაპის სასტარტო ბადეში.
კომენტარი