
"იუსტიციის სახლი დაიტბორა, თანამშრომლები გამოუშვეს" - რა ხდება ქუთაისში?
ქუთაისში ძლიერი წვიმების გამო წყალდიდობაა. როგორც იქაური მაცხოვრებლები გვაწვდიან ინფორმაციას, წყალი სახლებშია შესული და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი იუსტიციის სახლის შესახებ წერს, რომელიც ასევე დატბორილია:
"იუსტიციის სახლში უკანა მხრიდან წყალი შევიდა, შუქი არაა და ყველა თანამშრომელი გამოუშვეს. წყლის დონე იმხელა იყო, რომ თანამშრომლები ცენტრალურ გზამდე გამოიყვანეს".
კომენტარი