
ანრი ჯოხაძეს მანქანის საბურავები დაუჭრეს
ანრი ჯოხაძეს მანქანის საბურავები დაუჭრეს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.
„დილით სახლიდან გამოსულს, ჩემი მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დამხვდა მადლობა პატრულს. თავს ვგრძნობ დაზარალებულად“ - ნათქვამია მომღერლის ფეისბუქ სტატუსში.
დეტალების დასაზუსტებლად დრონი.ჯი ანრის დაუკავშირდა.
„არ დამირეკავს პატრულთან, რა უნდა გაეკეთებინა პატრულს. არ ვიცი ვის უნდა გაეკეთებინა, არავისზე არ მაქვს ეჭვი ვიღაც მავნებელი, ნაბი*ვარი ბავშვების გაკეთებულია. „-განაცხადა ანრიმ დრონისთან საუბრისას.
კომენტარი