
ენმ: "ოცნების" "ტიტუშკები" ჩვენს ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)
ამ წუთებში კახეთის გზატკეცილზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა - "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრნენ.
მმართველი პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ენმ-ის ოფისში შევარდნენ, ადგილზე ათამდე ავტომანქანით იმყოფებიან.
კადრებში გარკვევით ჩანს, რომ ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერებს ავტომობილების ფანჯრებიდან "ქართული ოცნების" დროშები აქვთ გადმოფარებული.
"სუს-ის ნასეტკები მოვიდნენ და პროვოკაცია მოაწყვეს" - ამბობს ადგილზე მყოფი პირი.
კომენტარი