
მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა - შემთხვევა მეტრო "დიდუბის" ტერიტორიაზე მოხდა
მეტრო "დიდუბის" ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა , რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაშავდა.
დაშავებულები იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი. 15 და 16 წლის ახალგაზრდებს სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი