
სროლა და შეიარაღებული თავდასხმა - ოთხმა ნიღბიანმა ერთ-ერთ ოჯახში შეჭრა სცადა
სროლა და შეიარაღებული თავდასხმა - ოთხმა ნიღბიანმა ერთ-ერთ ოჯახში შეჭრა სცადა. ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ლილუაშვილების საცხოვრებელ სახლს თავს დილის 9 საათისთვის დაესხნენ.
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ბოროტმოქმედებს მამა და შვილი დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოთხივე თავდამსხმელი მიიმალა. ადგილობრივებმა მათი შეკავება სცადეს, რასაც სროლა მოჰყვა.
საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარი