
თემურ თათარაშვილი საქართველოში დაბრუნდა
თემურ თათარაშვილი საქართველოში დაბრუნდა. მოსკოვში მოღვაწე მომღერალი 18 დეკემბერს 10- წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მაყურებლებისთვის კონცერტს გამართავს.
კონცერტზე თემურ თათარაშვილთან ერთად შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც იმღერებენ. მომღერალი სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებას ამ ეტაპზე არ გეგმავს და 22 დეკემბერს ისევ მოსკოვში ბრუნდება.
თემურ თათარაშვილს 2006 წელს ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2008 წელს კი შეიწყალეს. გათავისუფლების შემდეგ მომღერალი მოსკოვში მოღვაწეობს.
კომენტარი