
ქვემო ფონიჭალაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს
ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი. ასევე არიან დაჭრილები. მომხდარ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს
კომენტარი