
გარდაიცვალა "ინტერფაქს-სამხედრო ამბების სააგენტოს" რედაქტორი ვიტალი ჯიბუტი
გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, "ინტერფაქს-სამხედრო ამბების სააგენტოს" მთავარი რედაქტორი ვიტალი ჯიბუტი.
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, "ჯიბუტი სააგენტოში პრაქტიკულად დაარსების დღიდან მუშაობდა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი იყო".
2001 წლიდან იგი "Интерфакса-АВН"-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას იკავებდა.
სამხედრო კორესპონდენტის რანგში ჯიბუტი როგორც რუსეთში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ცხელ წერტილში მუშაობდა.
კომენტარი