
კრიშტიანუ რონალდუ ტყუპების მამა გახდა
ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ ტრიუმფის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მოხდა. მას ტყუპები - გოგო და ბიჭი შეეძინა სუროგატი დედისგან. ჯერჯერობით ცნობილი ის არის, რომ ახალშობილებს ევა და მათეო დაარქვეს და ისინი ამერიკაში ერთ-ერთ ძვირიან კლინიკაში დაიბადნენ. თავად ფეხბურთელი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს უფროსი ვაჟი 7 წლისაა და მას მამის სახელი ჰქვია.
კომენტარი