
როდიდან გაუარესდება ამინდები საქართველოში?
7 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, ამინდის გაუარესება წვიმებით დაიწყება , შემდეგ კი ის თოვლჭყაპსა და თოვაში გადაიზრდება.
"5 და 6 იანვარს საქართველოში იწვიმებს, 7 იანვრიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას ვვარაუდობთ. ეს ყველაფერი დაიწყება წვიმით და 8 და 9 იანვარს თოვლჭყაპსა და თოვაში გადავა. ტემპერატურაც საკმაოდ დაეცემა, დღისით თბილისში სითბო მხოლოდ 3-4 გრადუსი იქნება, ღამით კი ყინვაა ნავარაუდევი, მათ შორის მხოლოდ დედაქალაქში ტემპერატურა -4 _ -6 გრადუსამდე დაეცემა", - აცხადებენ მეტეოროლოგები
საქართველოში 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს
კომენტარი