
დიდუბეში სახლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე სახლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთ- მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
შემთხვევაზე გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
კომენტარი