
ბორჯომ –ხარაგაულის ეროვნულ პარკს ახალი ბინადარი ჰყავს
2011 წლის 11 მაისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ახალი ბინადარი შეეძინა.
ახალშობილი ნიამორი მდედრობითი სქესისაა და 2 კილომდე იწონის. ეს ეროვნულ პარკში მდედრი ნიამორის დაბადების პირველი შემთხვევაა. "ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2006 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ეროვნულ პარკში ნიამორის ბუნებრივი არეალის აღდგენა და გამრავლება.
კომენტარი