
რუსი პატარძლის საქორწინო კაბა, რომელიც ვებ-სენსაციად იქცა
მსოფლიოში ასეულობით ბლოგერმა გამოაქვეყნა რუსი წყვილის საქორწინო რიტუალის ამსახველი ფოტოები, ხოლო რუსი პატარძლის საქორწინო კაბა ვებ-სენსაციად იქცა.
თავდაპირველად ფოტოები ვებ-გვერდ Wedinator-ზე მოხვდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კურიოზული ქორწილების ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს, ამის შემდეგ კი ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა, - იუწყება ბრიტანული The Daily Telegraph.
ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღება ფოტოზე გამოსახული პატარძლის უაღრესად ვულგარულმა საქორწინო კაბამ მიიქცია, რომლის წინა და უკანა ხედმა ყველაზე თამამი ფანტაზიორების მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
კომენტარი