
ავარია დიდუბეში, მძღოლმა 6 ავტომობილი დააზიანა - ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, დიდუბის მეტროსთან. ავარიის შედეგად დაკავებულია ერთი პირი.
HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6 ავტომობილი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ის გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.
მძღოლი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარი