
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა საქართველოში - სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა თბილისის დროით 12:08 საათზე მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი დედოფლისწყაროს ჩრდილო დასავლეთით სოფელი ლენინოვკადან 1 კმ-ში იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე 12:36 საათზე განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.
რამდენიმე წუთში საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, უკვე 3.8 მაგნიტუდა იყო.
კომენტარი