სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანის ინტერესი, ვინც ომის დედაქალაქში ჩადის და ზურგს უკან მოლაპარაკებებს აწარმოებს? - ზელენსკი

დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრი ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ევროპულმა გაერთიანებამ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს.

ზელენსკიმ ასევე ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს შეეხო და უნგრეთის ლიდერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ევროკავშირის ზურგს უკან პუტინს ომის დასრულებაზე დაელაპარაკა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირს შეუძლია ორბანის გარეშეც მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები უკრაინის დასახმარებლად.

ჩვენ მივაღწიეთ ევროპაში ერთიანობას და ვმოქმედებთ ერთად, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - მან ვერ შექმნა დაყოფა ევროპაში. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთობას და მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას. პუტინი ვერ ამყარებს ურთიერთობებს ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ეს უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ერთიანები ვართ. ის შეიძლება შეეცადოს, რომ დაელაპარაკოს რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, შეეცადოს, რომ დააშანტაჟოს ის, რათა ამ ერთმა უღალატოს სხვებს და ამით დასუსტდეს ჩვენი ერთიანობა. დიახ, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, თუ როგორი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს, მაგრამ თუ ვიღაც ევროპაში ცდილობს მოაგვაროს საკითხები სხვების ზურგს უკან, თუ ვინმეს სურს, რომ ჩავიდეს ომის დედაქალაქში და იქ ილაპარაკოს საკითხების მოგვარებაზე უკრაინის ინტერესების ხარჯზე, მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ამ ადამიანის ინტერესები? გამოდის, რომ ევროკავშირსაც და ნატოსაც შეუძლიათ მოაგვარონ საკუთარი საკითხები ამ ერთი პიროვნების გარეშე", - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100