
მარგველაშვილი ვიცეპრემიერი გახდება?
"ვიცე პრემიერის პოსტზე მარგველაშვილის დანიშვნაზე ვფიქრობ"-ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ჟურნალისტებისთვის მთავრობის 100 დღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით მარგველაშვილის კანდიდატურა მას საკუთარ გუნდთან ჯერ არ განუხილავს და ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მიაწოდა.
კომენტარი