
ბოლნისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა
ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე, 25 წლის გოგო მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარი მეუღლე ქამრით გაგუდა. მამაკაცი დაკავებულია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარი