
ვოლგაზე თბომავალი ჩაიძირა
კვირას რუსეთში, მდინარე ვოლგაზე, თათრეთის კამა-უსტინსკის რაიონში ჩაიძირა თბომავალი „ბულგარია“. მის ბორტზე 180-ზე მეტი ადამიანი იყო. სულ მცირე ერთი მგზავრი დაიღუპა. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს 85 პირი. ჯერ-ჯერობით უცნობია დანარჩენი 102 ადამიანის ბედი. მათი ძებნა გრძელდება ღამითაც, სამაშველო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ. 1955 წელს აგებული გემს კაპიტალური რეკონსტრუქცია არ გაუვლია.
კომენტარი