
ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი