
გალის რაიონიდან ეპილეფსიით დაავადებული მცირეწლოვანი გაიტაცეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარნაბიდან 7 წლის ბავშვი გაიტაცეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯაავების ოჯახში 5 შეიარაღებული ნიღბიანი პირი შევარდა, მათ მცირეწლოვანი ბავშვი გაიტაცეს და ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანეს. გატაცებული ბექა ჯაავა ეპილეფსიითაა დაავადებული და მის სიცოცხლეს, ყოველ წუთს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას უკავშირდება კრიმინალური შემთხვევა. დაზარალებული ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარებას და ბავშვის გათავისუფლებას ითხოვს. წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=6&sm=0&ID=9187
კომენტარი