
ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმში ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
ბათუმში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ბათუმში ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.დღის განმავლობაში არჩევნების მიმდინარე პროცესებს კვლავ შევაფასებთ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია. დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები საარჩევნო უბნების ნაწილზე“,-აღნიშნა ბათუმის შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა.
(რეკლამა)
კომენტარი