
თუ ეგზიტპოლები დაემთხვევა ცესკოს მონაცემებს, ასეთი შედეგები ქვეყნისთვის არ იქნება კარგი - დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკურ პარტიაში ეგზიტპოლების პირველად მონაცემებს აფასებენ და აცხადებენ, რომ პარტია ცესკო-ს საბოლოო მონაცემებს ელოდება.
ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა, განაცხადა და თქვა, რომ რესპუბლიკელებს აქვთ იმედი, რომ ეგზიტპოლების შედეგებს ცესკოს შედეგები არ დაემთხვევა.
„თუ რეალური შედეგები მეტ-ნაკლებად მაინც დაემთხვევა რეალურ შედეგებს, მე არ მგონია, რომ ქვეყნისთვის იყოს კარგი, მაგრამ ეს იქნება ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, დასკვნები გამოვიტანოთ,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
კომენტარი