
წუხელ საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
გასული ღამის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი - ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 14კმ-ში, სოფელ მართგაჯინაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და 5 მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კი, საჩხერის სოფელ დრბოში იყო. მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
კომენტარი