
ფერეროს ჯგუფის ანგარიში საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე
ფერერო ჯგუფის ანგარიშის წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა. პრემიერის თქმით ფერერო არის კომპანია უდიდესი გამოცდილებით, რომელთა გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსათვის.
ღონისძიება არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ბიზნესმენებისთვის, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის მფლობელის და ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა , მისივე თქმით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფერერო ჯგუფი დაინტერესებულია საქართველოთი, ვინაიდან ის დებს ფულს ჩვენს ქვეყანაში და ასაქმებს ათეულობით ოჯახს
კომენტარი