
ივანიშვილის ახალი დაპირება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოში ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას ჰპირდება.
როგორც ბიძინა
ივანიშვილმა რუსთაველის თეატრში, დიასპორის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე
გალა-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართული დიასპორის გამოცდილება და
ინტელექტუალური პოტენციალი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
პრემიერის ინფორმაციით, მსოფლიოს 32 ქვეყანაში მილიონ ორასი ათასზე მეტი
საქართველოს მოქალაქე იმყოფება.
კომენტარი