
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმიდათა კვირიაკეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმიდათა კვირიაკეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღესვე პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. მარხვა 20 ივნისს დაიწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.
მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებს მიაგებს, რომელთაც "მოციქულთა თავნი" ეწოდებათ.
კომენტარი