
საქართველოში კოვიდინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 016 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.
კომენტარი