
მამუკა მდინარაძე დღეს ორ შეხვედრას გამართავს
მამუკა მდინარაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებს
21 აგვისტოს, 16:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა მდინარაძე საბურთალოს მე-4 ოლქის ახალგაზრდა ამომრჩეველთან დისკუსიას გამართავს, 19:00 - ზე კი ვაშლიჯვარში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
ელექტორატთან შეხვედრას მამუკა მდინარაძესთან ერთად მისი კოლეგები, მარიამ ჯაში, კახა კუჭავა, სოფო კილაძე და არჩილ თალაკვაძე დაესწრებიან.
მისამართი:
16:00 ლისის ტბა, ლიკანის სივრცის მიმდებარედ.
19:00 ვაშლიჯვარი, 11 კორპუსის მიმდებარე სკვერი.
(R)
კომენტარი