
დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დაიბარეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, დაკითხვაზე დაიბარეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას კითხვებს ფინანსურ პოლიციაში დაუსვამენ. საყვარელიძე უწყებაში ხვალ, 12:00 საათზეა დაბარებული და მასთან გამოძიებას შეკითხვები 2006 წელს, მერიაში მუშაობის პერიოდში, რიყის პარკის გასხვისებასთან დაკავშირებით აქვს.
კომენტარი