
მმთაწმინდაზე ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირეს - ცესკო ახალ სკანდალში ეხვევა
მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ სიების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, ცესკო-ს სიაში მისამართად მითითებული აქვს იუსტიცის სახლის მიმდებარე ბუჩქის ძირი.
თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. გადამოწმებით გაირკვა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოქალაქე, მართლაც, ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული.
კომენტარი