
ავტომობილის გატაცება, თბილისიდან მცხეთამდე 3 ავარია და მცხეთაში დაკავებული პირი
ავტომობილის გატაცებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
აღმაშენებლის ხეივნიდან 1993 წელს დაბადებულმა ახალგაზრდამ ავტომობილი გაიტაცა. მან თბილისიდან მცხეთამდე სამი ავარია მოახდინა. გატაცებული მანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცხეთაში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი