
"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად თამარ რუხაძე დაინიშნა
ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურს თამარ რუხაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია primetimenews-ს მეცხრე არხის დირექტორმა კახა ბექაურმა დაუდასტურა.
"არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამარ რუხაძე დაინიშნა". - ამბობს primetimenews-თან კახა ბექაური.
თამარ რუხაძის დანიშვნასთან დაკავშირებით primetimenews-ი ადრეც წერდა. დღეს კი ეს ინფორმაცია ბექაურმა ოფიციალურად დაადასტურა.
კომენტარი