
მოტოციკლმა სამი ადამიანი შეიწირა
რუსეთში, მოსკოვის შემოგარენში მოტოციკლი, რომელზეც ორი ადამიანი იჯდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
მოტოციკლით ცოლ-ქმარი მგზავრობდნენ. უეცრად, მათ მამაკაცმა გზა გადაუჭრა, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პირდაპირ მგზავრს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებები იმდენად სერიოზული იყო, რომ სამივე ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.
კომენტარი