
ელიავას ბაზრობასთან 4 ავტომანქანა დაიწვა
ელიავას ბაზრობასთან ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია. გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ცეცხლი დილის 7 საათზე გაჩნდა.
დამწვარია 200 კვადრატულამდე მეტრის ფართი, საწყობის სახურავი და იქ განთავსებული 4 ავტომანქანა.
ადგილზე ხანძრის ლიკვიდირებას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ცდილობდა.
კომენტარი