
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ
ბათუმში დღეს დილიდან მუნიციპალური ავტობუსების 320-მდე მძღოლი გაიფიცა. ხელფასის მომატების მოთხოვნით, მათ მგზავრების მომსახურებაზე უარი თქვეს.
მძღოლები მოითხოვენ, რომ საათობრივი ფიქსირებული ანაზღაურება 2, 70 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გააგრძელებენ. ამ წუთებში მძღოლებთან მოლაპარაკებას ბათუმის ვიცე-მერი გელა დეკანაძე პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად მართავს.
კომენტარი