
სიმსუქნის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში
საქართველოს მოსახლეობის 21,2%-ი მსუქანია, - ეს მონაცემები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (ფაო) გამოაქვეყნა. „ფაო-მ" ანგარიშში მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების მიხედვით, სიმსუქნის მაჩვენებელი ასახა.
ანგარიშის მიხედვით დადგინდა, სიმსუქნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მექსიკაშია. მექსიკელების მესამედი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32,8 %-ია მსუქნია.
ეს მაჩვენებელი კი აშშ-ის მონაცემებზე მეტია, სადაც სიმსუქნით მოსახლეობის 31,8 %-ია დაავადებული.
მესამე ადგილზეა სირია - 31,6 %-ი მსუქანია. რუსეთში კი მოსახლეობის მეოთხედი, ანუ 24,9 %-ი მსუქანია.
კომენტარი