
ბესარიონ გუგუშვილმა „ფეისბუქზე“ „მრგვალი მაგიდის“ მიმართვა გაავრცელა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „მრგვალი მაგიდის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბესარიონ გუგუშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ „მრგვალი მაგიდის“ მიმართვა გაავრცელა და მეგობრებს მისი გაზიარებისკენ მოუწოდა. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
„მეგობრებს -- გთხოვთ თქვენ კედელზე დადოთ!!! განცხადება: მიმდინარე წლის 6 იანვარს 12სთ–ზე, პარლამენტის შენობის წინ, "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო"–ს დამფუძნებელი ორგანიზაციები: საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება და სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება მართავს საინფორმაციო ბრიფინგს თემაზე: შეწყდეს ქართველი ერის გენოციდი! დავიცვათ მამული (საქართველო), ენა (ქართული), სარწმუნოება (მართლმადიდებლობა)! დაისაჯოს მთავარი დამნაშავე - ედუარდ შევარდნაძე! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“
კომენტარი