
მოსკოვის ცენტრში მასობრივი ჩხუბის დროს სამი კაცი დაცხრილეს
მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო კაფეში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა მასობრივ ჩხუბში, რომელიც იარაღის გამოყენებით დასრულდა, - ამის შესახებ „ლაიფნიუს. რუ“ იტყობინება.
ტრავმატული პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, 30 წლის მამაკაცმა სამი ადამიანი მძიმედ დაჭრა. სამივე დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰოსპიტალიზებულია მსროლელიც: მას ვიღაცამ სახეში მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი.
სამართალდამცველი ორგანოები აცხადებენ, რომ მამაკაცს იარაღის ტარებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში აღმოაჩნდა.
კომენტარი