
უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება
უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. ბილეთების გაყიდვაზე შექმნილი პრობლემების გამო, biletebi.ge-ს ჩამოერთვა გაყიდვის უფლება. როდის დაიბეჭდება ბილეთები და როდიდან დაიწყება მათი გაყიდვა, უეფასთან მორიგი კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება უკვე შეძენილ ბილეთებს, ეს ბილეთები არ გაუქმდება.
კომენტარი