
მექსიკაში 9 წლის გოგონა დედა გახდა
მექსიკაში 9 წლის გოგონა დედა გახდა. ქალაქ საპოპანის ჰოპიტლის დირექტორის განცხადებით მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდა და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. არასრულწლოვანმა დედამ 2013 წლის იანვრის ბოლოს იმშობიარა.
ადგილობრივი მედიის ცნობით დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა 9 წლის გოგონას ვინაობა არ ხმაურდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამართალდამცავები ბავშვის მამას ეძებენ, გავრცელებული ინფორმაციით ის 17 წლისაა.
კომენტარი