
თომა ჩაგელიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award - ით დაჯილდოვდა
თომა ჩაგელიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award - ით დაჯილდოვდა. ჯილდო მის პროექტს „ბერლინის მცირე კედელი“ გადაეცა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სექციაში Docu RoughCut Boutique იღებდა მონაწილეობას. გამარჯვების შემდეგ, თომა ჩაგელიშვილის პროექტი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად არის აღიარებული.
„ბერლინის მცირე კედელი“ ამჟამად მონტაჟის პერიოდშია.
კომენტარი