
Amazon საკუთარ სმარტფონს შექმნის...
კომპანია Amazon საკუთარ სმარტფონს შექმნის. აღნიშნული ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.
სმარტფონი კომპანიის მუშაობას უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რადგან შეკვეთები აღნიშნული მოწყობილობით შედარებით გამარტივდება და მომხმარებელსაც მუდმივად მიეწოდება Amazon-თან დაკავშირებული სიახლეები.
რა თქმა უნდა აღნიშნულ სმარტფონს ბაზარზე სერიოზული კონკურენტები, Samsung-ისა და Apple-ის სახით დახვდებიან. მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენლები იმედის თვალით შეჰყურებენ მომავალს და თვლიან, რომ ახალი პროექტი კრახს არ განიცდის.
კომენტარი