
კურიერის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია
რუსთავი 2 ზე ცვლილებებია. "კურიერის" დღის ეთერს ახალი წამყვანი ეყოლება. ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია.
"დილა მშვიდობისა საქართველოს" ერთ-ერთი პროდიუსერი ქეთი ქებაძე კურიერის 12-იანის, 3-იანისა და 6-იანის მთავარი პროდიუსერი იქნება. მის ძველ პოსტს კი სავარაუდოდ სალომე ბოკუჩავა ან ანი წერეთელი დაიკავებს.
დადასტურდა, რომ გიორგი ლაფერაშვილის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი აღარ იქნება და პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მას ძველ პოსტზე ნოდარ მელაძე შეცვლის.
რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს ის მაყურებელს პარასკევს დაემშვიდობება და საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.
კომენტარი