
"ქართული მარში" რუსთავი 2-ის ჟურნალისტების დასაცავად ემზადება
რუთავი 2-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემასთან დაკავშირებით გუშინ გაჟღერებულმა ინფორმაციამ "ქართულ მარშამდეც" მიაღწია და რადგან ინციდენტი ხაშურში ჩინური კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ მარშელები მზად არიან, თვით რუსთავი 2-საც კი დაუდგნენ გვერდით და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიას ეროვნული მოტივებით პასუხი აგებინონ.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის დასაცავად სანდრო ბრეგაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე გამოთქვა მზაობა.
კომენტარი